|
2024-03-24 14:41:28, 881 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არჩევნები უნდა მოვიგოთ ძალიან ძლიერად, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი განვითარება გააგრძელოს
ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება; რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა გურიაში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა". "გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად არ წასულა. ამიტომ, საჭირო არის გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“,- თქვა ღარიბაშვილმა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)