|
2024-03-22 14:01:11, 702 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი - ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს
დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი - ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას. თბილისის მერის განმარტებით, „ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ". „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას. მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ "ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)