|
2024-03-20 22:04:54, 584 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“. „საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია, მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, დავკითხოთ ხალხი, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონტროლი ვერ ვრცელდება, სადაც ოკუპანტები არიან და საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ, ასეთი სასტიკი მკვლელობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)