02:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 19:41:05, 1024 ნახვა

სამართალი
ბლინკენი - მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს

მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი მოსახლეობა ასეა კლასიფიცირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ღაზაში მცხოვრები ხალხის 100 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

„მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი მოსახლეობა ასეა კლასიფიცირებული. გაერო-ს თანახმად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 100 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. შეადარეთ ეს სუდანს, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, ავღანეთში კი  - 70 პროცენტს“, - განაცხადა ბლინკენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics