18:54 - 07 Jul, 2026
|
2024-03-18 14:16:20, 633 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. იენს სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14:50 საათზე სტოლტენბერგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც სტუმრობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)