00:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 16:09:16, 708 ნახვა

საზოგადოება
მერია - სოფელ გლდანში, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის  ქუჩებს აწესრიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება,  რისთვისაც  დაახლოებით, 455 000  ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით,  83 000 ლარი დაიხარჯება. 

"საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000  კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის  დაახლოებით, 80 000  ლარი დაიხარჯება. 

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  მიმდინარე სამუშაო პროცესს  ადგილზე გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics