19:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 09:40:59, 690 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2024 წლის 7 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან 8 თებერვალს გაათავისუფლა. ზალუჟნი პოსტზე ალექსანდრ სირსკიმ შეცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics