|
2024-03-07 15:49:49, 856 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილზე - სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას
სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო თამამად საუბრობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ფოჩხუას თქმით, ოპოზიცია ვერაფრით ერევა ბიძინა ივანიშვილს, ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით და ამიტომ არის, რომ უკვე გიჟებს ჰგვანან. „ვერაფრით ერევიან, ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით, ამიტომ არის რომ უკვე გიჟებს ჰგვანან. სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას. მისი გამოჩენა კი უდიდესი სტიმულია ამომრჩევლისთვის, რაც იმის ნიშანია რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი და მისი დაფუძნებული პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს“,- წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)