14:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 18:04:01, 1280 ნახვა

რეგიონი
გილოცავთ 3 მარტს დედის დღეს

დღეს, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, დედის დღე რუსუდან დიასამიძეს მიულოცა.

ქალბატონი რუსუდანი 1951 წელს დაიბადა. მან 25 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ის არის მედიცინის მუშაკი, 40 წელი მუშაობდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ეპით თანაშემწედ.

ასევე, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერია, 75 ქალბატონს გადასცემს ფასიან საჩუქრებს.

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 8 მარტს ქედის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics