|
2015-02-11 19:32:36, 784 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა მინისტრს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდისათვის დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებში კვოტირების სისტემის შემოღებას, რადგან საქართველოში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, ეს საკითხი, პრაქტიკის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა დარეგულირებული. წულუკიანი მიიჩნევს, რომ კვოტირება ხელს შეუწყობს ქალებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცნობისთვის, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი წევრები კვოტირების სისტემის შემოღების საკითხებზე კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია იუსტიციის მინისტრმა ყოველწლიურ კონფერენციაზე − „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ გამოხატა. „ძალიან კარგად მესმის, რომ წლების მანძილზე ვარ უმცირესობაში, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვემხრობი, ინსტიტუციური კულტურა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის პარლამენტსა და პარტიებში... ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ქალია, რომელთაც სურთ ამგვარი აქტიურობა და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ამისთვის, რომ გამოვიდნენ იმ გარემოდან, სადაც დღეს არიან და ჩაერთონ პოლიტიკაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)