23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 17:25:37, 766 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს - ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის ანტიდასავლური კამპანია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  

მდინარაძის თქმით, ანტიევროპულია ასევე „ნაციონალური მოძრაობის" „მმართველობის გაპრავება".

„ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური კამპანიის ფარგლებში ჯდებოდეს ის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები, ამაზე ანტიდასავლური ვერაფერი წარმომიდგენია",- ამბობს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics