23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 15:28:05, 741 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება არ მოხდეს

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან.

„რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. საყოველთაო მიდგომაა, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სერიოზული გადახვევები, როდესაც არცთუ ირიბად ხდებოდა იურიდიული პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი, სხვათა შორის ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი. მას შემდეგ ვხედავთ ჩვენ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა, რაც არის ძალიან კარგი, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს და რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics