03:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 23:51:26, 925 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საზოგადოებას 1 კვირაში გადაწყვეტილებას ვაცნობებთ - ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს გვარამიასთან ერთად

საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა".

"მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება.

მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics