03:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 17:45:17, 666 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ქალაქ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ მარტინმა აღნიშნა, რომ რაფაჰზე თავდასხმა „აბსოლუტურად კატასტროფული და არაკეთილსინდისიერი იქნება".

ამასთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისრაელზე ზეწოლა, რომ ვაიძულოთ, გაიგოს, რომ რაფაჰის ქუჩებში იმდენად ბევრი ხალხია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის არიდება შეუძლებელი იქნება. ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics