08:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 17:54:09, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობებს გადასცემს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე უკრაინისთვის M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკის და სხვა აღჭურვილობების სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ომში მყოფ ქვეყანაში გაიგზავნება M113-ის ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი.

ამავდროულად, რობლესმა ესპანეთში უკრაინის სამხედრო წვრთნების "ძალიან კარგი ტემპი" შეაფასა და აღნიშნა წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot-ის, NASAMS-ის და Hawk-ის სისტემების გამოყენებას მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics