13:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 15:28:39, 635 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - ის არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. 

მდინარაძის თქმით, "როდესაც ობიექტურობის ოდნავი სურვილი გაქვს, ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებზე, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, თუმცა, ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას, არც ერთ დადებით მაჩვენებელზე არ უსაუბრია". 

"ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics