14:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 15:52:35, 1032 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბრობს და იმაზე, თუ რამდენად აქვს რესურსი მესამე ძალას და მათ შორის, ნიკა გვარამიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს.

მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ფორმალობაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული. იმ თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე რა თქმა უნდა თავს აარიდებს მათთან აფელირებას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი თუ ძველი ძალა გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასე თქვათ, დაშორების პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რათა ხმების გარკვეულწილად გახლეჩა და მეტის წაღება შეძლონ, მაგრამ მოტყუების საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და ვფიქრობ, ამომრჩეველიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ ეს გადალაგებები მათ ტაქტიკურ სვლებად მიიღონ და სწორად შეაფასონ, ვიდრე იმათ რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა იბადება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics