19:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 13:58:17, 757 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებზე, რომელიც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება

საქართველოს აქვს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ის მოდელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და ამ შემთხვევაში, ჩინეთში წარმატებულად მუშაობს, ჩვენთანაც სწორად იყოს გადმოტანილი და ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის დელეგაციაში შემავალი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით "საინტერესო შეთავაზებებს და აქცენტებს გააკეთებენ, რაც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას დაეხმარება". 

„ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics