09:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 12:42:59, 791 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადება მიმდინარეობს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ოთხი სპორტული ფედერაცია მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიულ გადამზადებას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, 2023 წლის ოქტომბრიდან 200-მდე მწვრთნელის გადამზადებაზე რაგბის კავშირი, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ზრუნავს.

„თბილისის მერიისა და ოთხი სპორტული ფედერაციის თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება იმ მწვრთნელთა გადამზადება, რომლებიც მერიის სპორტულ ცენტრებში არიან დასაქმებული და მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებენ. ამ ხნის განმავლობაში, კურსის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ტრენინგები, გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს შესაბამის სპორტულ სახეობებში, რითაც ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მწვრთნელები მერიის „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამითაც სარგებლობენ.

„29 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაგეგმილია „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისთვის სერტიფიკატების გადაეცემა. მადლობა ფედერაციებს თანამშრომლობისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ყველა იმ მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics