09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 10:31:57, 900 ნახვა

საზოგადოება
Human Rights Watch - 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო

საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა "არათანაბარი იყო", - ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ხელისუფლება ცდილობდა, მიეღო კანონმდებლობა "უცხოური აგენტების" შესახებ, რომელიც "გამოხატვის თავისუფლებას გამოუთხრიდა ძირს".

"კვლავ შენარჩუნდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა კუთხით სხვა საკითხები მოიცავს შეზღუდვებსა და თავდასხმებს მედიის თავისუფლებაზე, ისევე, როგორც შრომით უფლებებს. ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სტრატეგიამ ვერ მოიცვა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებები", - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვითვე, სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც "აგენტების კანონს" აპროტესტებდნენ, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი ძალადობის შესახებ.

ანგარიშში ასევე მოხვდა "თბილისი პრაიდის" ფესტივალიც, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ-ინფოს" დარბევის გამო გაუქმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics