22:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 09:07:35, 636 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს

განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,- ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა თელ-ავივში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, აშშ-ს სურს, რომ "ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

"ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდება”,- თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს გუშინ, 9 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართა.

ეს ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო. ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე კი, დეკემბრის დასაწყისში შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics