23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 16:56:12, 1056 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები - დანარჩენი უკვე თებერვალში

არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას განცხადებით, მოკავშირედ მოიაზრებს "ყველა იმ ადამიანს, ვინც თანახმაა, იაროს ახალი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესით".

"არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს. არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები. ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს.

ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემს თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, გუშინ, 28 დეკემბერს "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წასვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics