17:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 15:17:56, 1009 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნეს, თავდასხმების შედეგად კი დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი, ხოლო 75 დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები.

მისივე თქმით, თავდასხმა იყო ასევე ლვოვში, სადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა იერიში დნიპროში, სავაჭრო ცენტრზეც მიიტანეს, სადაც დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი.

ოდესაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა ნანგრევების ქვეშაც, ვარაუდობენ, რომ ხალხია მოყოლილი. ოდესაში კიდევ 2 შენობა დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. სულ დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი. გარდა ამისა, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც, სადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics