18:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 11:32:52, 1826 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - ნოემბერში ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics