23:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 09:06:33, 2167 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, რაშიც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული

ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, სადაც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული  - „ელიტ ელექტრონიქსის“ ცნობილი საქმე, „საწვავის“ ცნობილი საქმე, „კონსტანტას“ ცნობილი საქმე და ა.შ.  აუცილებელი ხომ არ არის მინისტრი ყოფილიყო, ან პარლამენტის წევრი, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით. ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს,-  ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია "ზედმეტად არის დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით".

„მე მგონი, [ოპოზიციას] სწავლის რესურსი არ აქვთ. ამას სჭირდება ინტელექტი, გამოცდილება. ფაქტია, რომ ვერ სწავლობენ, რომ შეხედავთ მათ პიარს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს. იგივე ეხება ხაზარაძეს, აშკარად ვერ სწავლობს ეს კაცი და არც აქვს სწავლის რესურსი. ერთი რომ ინტელექტის თემაა და მეორე, ზედმეტად არიან დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით",- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics