18:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 14:34:26, 630 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ვერ იკანონებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამით უკვე 3000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. 

„ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა მოწმობების გადაცემასთან ერთად, აღნიშნულ 66 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა.  

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics