03:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 10:53:29, 558 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე ქვეყანა სტაბილურად ვითარდება

საქართველოს თავდაცვის უწყების 2023 წლის საქმიანობისა და უწყებაში მიღწეული პროგრესის შეჯამებისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ამ ჭრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების  ძალისხმევასა და გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მომავალშიც შევინარჩუნებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთადერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“ სტუმრობისას.

თავდაცვის მინისტრმა ის ძირითადი კომპონენტები მიმოიხილა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის სფეროში პრიორიტეტებს წარმოადგენდა და უწყებამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

მან საზოგადოებას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics