22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 10:11:48, 574 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის სამინისტროს  წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა.

მინისტრმა კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით გაწეული სამუშაოსა და განხორციელებული რეფორმების პროცესში, ქვეყნის ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე  გაამახვილა ყურადღება.

„მინდა დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება,  მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც  კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება.  ძალიან დიდი სამუშაო გასწია  პრემიერ-მინისტრმა,  მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე  არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების  გონივრული პოლიტიკა, რომლის "მმართველობა ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი  პერიოდი აღმოჩნდა".

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics