22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 09:33:31, 573 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 2025 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული

​თუ 10 წლის წინ, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული, მხოლოდ 18 000 დევნილი ოჯახი იყო, 2025 წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში, 60 000 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ მასშტაბურ მშენებლობებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემა.

„მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო წელს, ქუთაისსა და თბილისში, რამდენიმე ასეული ბინის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics