22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 13:28:29, 640 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ფრეია ფონ გროტთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის უფროსი მენეჯერი.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

“ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების კუთხით გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics