23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 17:53:59, 843 ნახვა

საზოგადოება
„არ მიფიქრია ბევრი, მე აქ უნდა ვყოფილიყავი“ - სალომე ზურაბიშვილი სახალხო ღონისძიებას შეურთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სახალხო ღონისძიებაზე მივიდა.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ; ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს; ვულოცავ აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში" მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ახლა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეძღვნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics