23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 15:04:41, 996 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 855.4 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით);
  • მშენებლობა - 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3
  • პროცენტით).

"2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2023 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 293.0 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6 პროცენტით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება.

2023 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს  თბილისი და მცხეთა-მთიანეთი",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics