00:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 13:11:16, 695 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება

​ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა.

„მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას, გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების და მოძრაობის რესურსი. შესაბამისად, საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რესურსის გასვლისთანავე ისინი ჩანაცვლდეს ახალი ვაგონებით. როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელიც ფირმის იქნება, ამაზე ამჯერად პასუხი არ მაქვს, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ფასთა კვლევაზე გვაქვს გაშვებული, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ შესყიდვაზე ტენდერს და გვეცოდინება, თუ რომელი კომპანია იქნება მომწოდებელი“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics