05:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 11:47:46, 791 ნახვა

პოლიტიკა
ბაშარ ალ-ასადი ინალ არძინბას არაბული ქვეყნების მიერ „აფხაზეთის აღიარებაში“ დახმარებას დაჰპირდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ "ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის".

"მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეცოპერაციას და დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების დაწყებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ასევე დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე",- ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics