06:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 15:01:17, 640 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - EU-ის სტატუსზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და პროპაგანდისთვის გამოიყენებს

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვას - რა შედეგი ექნება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფით პასუხს - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ეს ძალიან ცუდი იქნება".

"ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. 

ვფიქრობ, რომ ვალდებულები ვართ, 27 წევრი სახელმწიფოს წინაშე არ განვიხილოთ ეს სცენარი, სანამ ეს არ მოხდება, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ. მაგრამ ნთელია, რომ იმედგაცურება იქნება დიდი და ეს რუსეთს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუება არის ის, რაც საუკეთესოდ შეიძლება გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მანიპულირებენ პროპაგანდას და ყალბ ამბებს. ისინი დაიწყებენ ევროკავშირის დადანაშაულებას საქართველოს დავიწყებაში, საქართველოს დანგრევაში. ყველა ეს თემა, რა თქმა უნდა, მომდინარეობს რუსეთიდან და ითამაშებს მათ სასარგებლოდ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუსეთი ამით ისარგებლებს, ჩათვლის, რომ საქართველო რჩება ნაცრისფერ ზონაში. რუსეთი ჩათვლის, რომ ეს მათი თამაშია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics