02:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 15:25:55, 748 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია განათლების სამინისტროს წინააღმდეგ მიუთითებს, რომ მინისტრი კარგად მუშაობს

ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა.

"რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს, კიდევ ერთხელ და  და ვუსურვო წარმატებები...

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი.

შედარებისთვის გეტყვით - 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო. 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის, დაახლოებით, 1 200 ლარამდე. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1 700, 1 800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის",- თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics