03:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 13:42:26, 731 ნახვა

საზოგადოება
NDI - საზოგადოების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საზოგადოების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

კვლევის მიხედვით, საზოგადოების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 33%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე კითხვაზე: თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • დიახ - 46%;
  • არა - 44%; 
  • არ ვიცი - 9%.

ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics