11:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 14:43:55, 930 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო - აშშ-ის მიერ გაეროს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროებაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს.

„ვიდრე ამერიკა მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებს და ომის გაგრძელებას, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს“, - განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა, აშშ-მა ვეტო დაადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics