05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 13:29:08, 769 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციიით, მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

"საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით - 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.

დუბაის საერთაშორისო ტურნირი „დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics