13:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 16:04:33, 1164 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დავაკავეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics