11:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 15:28:00, 811 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კეზერაშვილთან შეხვედრაზე მთავარი თემა „ნაცმოძრაობის“ ფინანსური რესურსით გადარჩენა იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბროსას განაცხადა, რომლის თანახმად, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. 

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა იმ დროს, როცა მისი მოქმედი თავმჯდომარე სააკაშვილი იყო.

„ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა ამ პარტიაში, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე და ახლაც ვერავინ გაიგო, თავმჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორი.

ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, რასაკვირველია, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას“ - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics