11:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 15:22:06, 776 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპი - საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ

აშშ-ის სახდეპი - საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია განხილული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მთავრობას საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებით დასახმარებლად თხოვნით მიმართა. 

„იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ... სასაზღვრო პოლიცია პატრულირების გზით აკონტროლებს საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია - არაადეკვატურია მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად. რის შედეგადაც, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალ სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთები ვერ იქნება დაცული ზამთრის თვეებში, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღია მდგომარეობაში ტოვებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics