17:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 11:48:37, 798 ნახვა

მსოფლიო
IDF - „ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა

"ჰამასმა" 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

IDF-ის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების მიერ გათავისუფლებული მძევლები ღაზას სექტორიდან წითელმა ჯვარმა ეგვიპტეში გადაიყვანა.

მათივე ინფორმაციით, ეგვიპტიდან ისინი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გავლით ისრაელში დაბრუნდნენ. 

როგორც BBC იტყობინება, მძევლების სანაცვლოდ, ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ცნობისთვის, მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი 24 ნოემბერს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics