16:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 15:36:06, 612 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის ენმ-ის შიგნით

როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობაში“ "იმდენად ღრმად არის წასული დაპირისპირება, რომ ენმ-ის მობრუნება შეუძლებელია". 

„როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით. ორი კომიკური ფიგურაა - აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“  საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. უფრო ღრმად ჩადის მათი რეიტინგი და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“,- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics