22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 13:55:50, 1263 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - მომავალი, რომლისთვისაც ევრომაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო - უკრაინის მომავალი EU-შია

მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში, ევრომაიდნის 10-წლისთავთან დაკავშირებით X-ზე (ყოფილ Twitterr-ზე) წერს.

ლაიენის თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

"ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის 10 წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩაში და ლაპარაკობდა ერთი ხმით - თქვენ თქვით: უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ჩვენი მომავალი გვეკუთვნის ჩვენ. უკრაინელი ხალხი ევროკავშირის დროშაში გახვეული შეეწინააღმდეგა სნაიპერებსა და სპეცრაზმს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე.

უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო", - წერს ლაიენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics