01:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 14:40:31, 1110 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 102.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 102.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 2 371.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

"2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (454.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (307.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (239.1 მლნ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 445.8 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 216.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 143.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.0 პროცენტი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics