02:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 17:19:12, 2654 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბი - რუსეთმა ტყვეების გაცვლა გაყინა

რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლა გაყინა, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პეტრო იაცენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ტყვეების გაცვლის გაყინვით აგრესორ ქვეყანას უკრაინული საზოგადოების შერყევა სურს.

„რუსეთი ცდილობს უკრაინის საზოგადოების დესტაბილიზაციას, ცდილობს დაარწმუნოს ძველი სამხედრო ტყვეები, რომ გაცვლას აფერხებს უკრაინული მხარე. ის ითხოვს რაიმე სახის მასობრივ ქმედებებს ამისთვის იყენებენ ტყვეებს, როგორც უკრაინელებზე გავლენის კიდევ ერთ ბერკეტს“, - განაცხადა იაცენკომ.

მისივე თქმით, უკრაინას ბევრი რუსი სამხედრო ტყვე ჰყავს და მზადაა ისინი უკრაინელ დამცველებზე გაცვალოს.

"რუსი სამხედრო ტყვეების შენახვა საერთოდ არ გვჭირდება. ხვალაც სიამოვნებით გავცვლით მათ ჩვენს დამცველებზე" - დასძინა იაცენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეთა ბოლო გაცვლა 8 აგვისტოს შედგა, როდესაც უკრაინამ საკუთარ ქვეყანაში 22 მებრძოლი დააბრუნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics