21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 14:05:28, 999 ნახვა

მსოფლიო
IDF - ჩვენ არ მოგვითხოვია საავადმყოფოს ევაკუაცია, ეს ალ-შიფას დირექტორმა ითხოვა

ისრაელის თავდაცვის ძალებს ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება არ გაუცია, ეს საავადმყოფოს დირექტორმა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ The Times Of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უსაფრთხო მარშრუტი გახსნილია და მსურველებს საავადმყოფოს დატოვება შეუძლიათ.

"დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზას მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო.  

IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით... სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ",- აცხადებენ IDF-ში.

ცნობისთის მანამდე, France24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics