03:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 12:28:44, 754 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე დაიღუპა. 

ქვედანაყოფ "თბილისის" მეთაურის, გოჩა ხორავას განცხადებით, გელენიძე თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა.

"იყო დაგეგმილი ოპერაცია, ლევან ლობჟანიძე [უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი] უნდა გამოეყვანათ და, აი, ამ სიტუაციაში, გზაში, დაბომბვაში მოყვნენ ბიჭები და დაბომბვაში დაიღუპა. ვერ მიაღწიეს ბიჭებმა, ლობჟანიძე რომ გამოეყვანათ. ორი აზერბაიჯანელი გვყავს დაჭრილი, ჩვენი ძმები, როლებიც ნიკოლოზთან ერთად იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჰოსპიტალში არიან...ვუსამძიმრებ ნიკოლოზის ოჯახს. დედას, ძმას და მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყვიტა გული, ვაჟკაცი ადამიანი დავკარგეთ", - განაცხადა ხორავამ "მთავარ არხთან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics