14:49 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 12:01:13, 833 ნახვა

სამართალი
ყალბი ინვოისების საფუძველზე, ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს 11 000 000 ლარზე მეტი გადმოარიცხინეს - სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ ცნო

​თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს.

„აღნიშნულის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს. ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, ასევე 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახით თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics